საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა საბერძნეთთან მატჩის წინ „ტელეკომ არენაზე“ ივარჯიშა #1TVSPORT
გიორგი ზურაბიანის ფოტო
26 ნოემბერს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საბერძნეთს ათენში დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება, მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს კი საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.
საქართველოსა და საბერძნეთის დაპირისპირება ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს ნაკრებს მეტოქეზე ერთით მეტი გამარჯვება (5) აქვს და ბერძნების დამარცხების შემთხვევაში მსოფლიო ჩემპიონატისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს. შეხვედრისთვის საქართველოს ნაკრები 22 ნოემბრიდან „აეკ-ის“ არენაზე ემზადებოდა, მატჩის წინა დღეს კი „პანათინაიკოსის“ მწვანე ფერებში გაფორმებულ დარბაზში ივარჯიშა.
ჩვენს გუნდს მხოლოდ კაპიტანი თორნიკე შენგელია აკლია, რომელიც დღეს „დუბაის“ შემადგენლობაში ევროლიგის მატჩს „პარტიზანთან“ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართავს. თამაშის შემდეგ ქართველი კალათბურთელი ათენში გაფრინდება და ნაკრებს ღამის სამ საათზე შეუერთდება.
ალექსანდარ ჯიკიჩმა ვარჯიშისას ძირითადი აქცენტი ტაქტიკურ საკითხებზე გააკეთა. კალათბურთელების განცხადებით, გუნდში საბრძოლო განწყობაა. ბრძოლა ნამდვილად იქნება, ხოლო რომელი გუნდი გამოვა გამარჯვებული, თბილისის დროით დაახლოებით შუაღამისას გავიგებთ.
გიორგი ზურაბიანის ფოტოები