საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს პენიტენციურ დაწესებულებებში.
საკუთარ არჩევანს საარჩევნო ყუთებთან ბრალდებულები და მსჯავრდებულები აფიქსირებენ.
გადასატანი ყუთის მეშვეობით საარჩევნო პროცესში ჩაერთნენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებიც, რომლებიც არჩევნების დღეს 24-საათიან სამუშაო ცვლაში იმყოფებიან.
ცხრა პენიტენციურ დაწესებულებაში ათი საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა.