მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილს უკრაინელი ექიმი პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულებს. ის მის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნობა. მანმადე კი სააკაშვილთან ადვოკატები იმყოფებოდნენ. მათი განმარტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური, თუმცა ნებისმიერ მომენტში შესაძლებელია გართულდეს.

ადვოკატების განცხადებით, შეხვედრების ოთახში არსებობდა სივრცე, სადაც მათ სააკაშვილისთვის წერილების გადაცემა შეეძლოთ, თუმცა, დღეიდან ეს სივრცე აღარ არის. ამას ადვოკატები ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად მიიჩნევენ და სახალხო დამცველისთვის მიმართვას გეგმავენ.

დატოვე კომენტარი