საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები გოგაშვილთან

18:15, 12.08.2022

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები რუსთავის ნომერ 12 პენიტენციურ დაწესებულებაში სოსო გოგაშვილთან ოთხი საათის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ. ადვოკატის განცხადებით, გოგაშვილმა გამოკითხვის დროს საგამოძიებო სამსახურს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სატელეფონო ზარებთან დაკავშირებით, რომელსაც ბრალდებული პენიტენციურ სამსახურში იღებდა. დიმიტრი ღონღაძის განცხადებით, ნომერ მეთორმეტე პენიტენციურ სამსახურში გადმოყვანის შემდეგ, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა ოთხი სატელეფონო ზარი მიიღო.

მსგავსი