პენიტენციურ დაწესებულებებში არჩევნების მე-2 ტური მიმდინარეობს

14:44, 28.11.2018

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს პენიტენციურ დაწესებულებებში.

საკუთარ არჩევანს საარჩევნო ყუთებთან ბრალდებულები და მსჯავრდებულები აფიქსირებენ.

გადასატანი ყუთის მეშვეობით საარჩევნო პროცესში ჩაერთნენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებიც, რომლებიც არჩევნების დღეს 24-საათიან სამუშაო ცვლაში იმყოფებიან.

ცხრა პენიტენციურ დაწესებულებაში ათი საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა.

მსგავსი