მსჯავრდებულების აშენებული ეკლესია

სასჯელაღსრულების №10 დაწესებულების ტერიტორიაზე მსჯავრდებულთა მიერ აშენებული ეკლესია გაიხსნა. პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის მშენებლობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მშენებლობის პროცესში 40-მდე მსჯავრდებულმა მიიღო მონაწილეობა. 1 500 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთზე, ასევე მოეწყო სანათლავი და კელიები, სადაც მსჯავრდებულთათვის გალობის, საღვთისმეტყველო და ბიბლიის შემსწავლელი კურსები ჩატარდება. ტაძარი იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.