გამოკითხვები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში

გამოკითხვები მიმდინარეობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში. ინსპექტორის სამსახური უკვე დატოვა გლდანის მე-18 პენიტენციური სამსახურის თანამშრომელმა, რომელმაც განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეხება მას არ ჰქონია და კითხვები ციხეში არსებულ მდგომარეობას შეეხებოდა. ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფება რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების  თანამშრომელი.