​მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში გვიან ღამით მიხეილ სააკაშვილთან მისი ექიმი იმყოფებოდა. ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, ის მანამდეც ცდილობდა სააკაშვილის მონახულებას, თუმცა დაწესებულებაში არ შეუშვეს. მოგვიანებით, ციხის სამკურნალო დაწესებულების დატოვების შემდეგ, ყიფშიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა მაღალი წნევა და მდგომარეობის დარეგულირება მოხერხდა, თუმცა, ექიმი აცხადებს, რომ სააკაშვილი არ წყვეტს შიმშილობას და მისთვის შესაბამისი დახმარების აღმოჩენა ამ პირობებში ვერ ხერხდება.

გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემაც მოინახულა. მისი განცხადებით, მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, მიხეილ სააკაშვილი კი შიმშილობის შეწყვეტას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანამდე არ გეგმავს.