ბათუმის ციხეში, პროტესტის ნიშნად სამმა პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა.
ადვოკატ თეონა ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, პატიმრებმა ხელებში მავთული გაიყარეს. უფლებადამცველის განცხადებით, პატიმრებმა რადიკალურ ზომას ციხეში არსებული მძიმე პირობების გამო მიმართეს. სპეციალური პენიტენციური სამსახური ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულების პროტესტის ნიშნად თვითდაზიანების ფაქტს ადასტურებს. როგორც პირველ არხს უწყებიდან აცნობეს, პატიმრების პროტესტის მიზეზი უსაფუძვლოა და მათ ყველა შესაბამისი პირობა გააჩნიათ. სამივე მსჯავრდებული, რომელმაც ჯერ მავთულით დაიბეს თავი, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენეს, პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით, დეესკალაციის საკნებში განათავსეს.