პარტიამ „სამართლიანობისთვის“ქალთა ორგანიზაცია დააფუძნა

პარტიამ „სამართლიანობისთვის“, ქალთა ორგანიზაცია დააფუძნა. ყრილობა სახვითი ხელოვნების მუზეუმში გაიმართა. ორგანიზაციის სლოგანი „ქალები სამართლიანობისთვის“ იქნება.

მიზანი კი – საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა თანაბარუფლებიანი მონაწილეობის ხელშეწყობაა. ასევე, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა, გენდერული თანასწორობის საკითხების მოგვარება და ქალთა მეტი ინტეგრაცია პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ყრილობის მონაწილეებს სიტყვით ეკა ბესელიამ მიმართა და ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა.