გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს წევრები ზუგდიდში

18:27, 08.12.2023

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე და წევრები შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.

საუბარი ქალთა მიმართ ძალადობის საკითხს შეეხო. სტუდენტებს ძალადობის აღმოფხვრის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებებზე მიაწოდეს ინფორმაცია. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა არასრულწლოვანთა ქორწინების მავნე პრაქტიკის წინააღდეგ ბრძოლაზე. საერთაშორისო ორგანიზაცია Mersy Corps-ის წარმომადგენლებმა კიბერ-ბულინგის შესახებ მოაწყეს პრეზენტაცია. სტუდენტებთან შეხვედრას ესწრებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

შეხვედრა გენდერული თანასწორობის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა.

მსგავსი