კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ

საკრებულოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში კონფერენცია გაიმართა. შეხვედრა მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარდა.

კონფერენციაზე ძალადობის მსხვერპლთა დაცვისთვის არსებულ სახელმწიფო სერვისებზე ისაუბრეს და საკანონმდებლო სისტემის გაძლიერების გზებიც განიხილეს.