ცვლილებები მთავრობასა და მმართველ გუნდში  

ერთი დღე პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობამდე.

ხვალ გაირკვევა რა შემადგენლობით გეგმავს საქართველოს მთავრობის ფორმირებას ირაკლი კობახიძე. მმართველ გუნდს საქართვლოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარედგინება. გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილებები შესაძლოა ხუთ სამინისტროს შეეხოს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კობახიძემ სამინისტროების ხელმძღვანელებად შეიძლება პარლამენტის წევრები წარადგინოს. უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ გადაწყვეტილება ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება. ოპოზიცია მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ცვლილებები ფასადურია და პოზიტიური სიახლეების მოლოდინი მათ არ აქვთ.