აქციის მონაწილეების მიერ გზის გადაკეტვის მცდელობას დაპირისპირება მოჰყვა
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეები საავტომობილო გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა.
სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს არ აძლევდნენ საშუალებას გადასულიყვნენ საავტომობილო გზაზე.
აქციის მონაწილეებმა საპატრულო პოლიციას მოუწოდეს, არავინ დააკავონ და მისცენ მათ საშუალება გადაკეტონ გზა. აქციაზე სიტყვით გამომსვლელმა განაცხადა, რომ არ ჰყოფნით სივრცე. თუმცა, როგორც ჩვენი კორსეპონდენტი რუსთაველის გამზირიდან იუწყება, მიმდებარე ტერიტორია არ არის სრულად შევსებული და აქციის მონაწილეების მოწოდება, რომ არ ჰყოფნით სივრცე, პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, არასწორია.
საბოლოოდ, საპატრულო პოლიციამ აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალება მისცა.