„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების სასამართლო პროცესი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები: ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მათი სასამართლო პროცესი გადაიდო. შუამდგომლობა ადვოკატმა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესი 23 ოქტომბერს, 12 საათისთვის ჩაინიშნა, რა დროსაც მოხდება მტკიცებულებების წარდგენა და დაიწყება მათი გამოკვლევა, ასევე, მოწმეთა დაკითხვა. ნიკა მელია მის დაკავებას პოლიციელების მხრიდან მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებს.