ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები სანატორიუმ „ქართლში“

დევნილების პრობლემების შესასწავლად სანატორიუმ „ქართლში“ ევროკავშირის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ისინი თემქაზე მცხოვრები დევნილების პრობლემებს გაეცნენ. ადგილობრივების თქმით, მისიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, ვინ არის ზვიად კუპრავა და რა კავშირი აქვს მას დევნილებთან. ადგილობრივების თქმით, ისინი საქმის პოლიტიზირების საშუალებას არავის მისცემენ და აქციების გაგრძელებას გეგმავენ. მათი თქმით, ისინი აქციებს მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შეწყვეტენ.

დევნილები ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას ითხოვენ. მათი თქმით, კორპუსი სადაც ახლა ცხოვრობენ, ავარიულია და იქ ცხოვრება სახიფათოა. რამდენიმე დღის წინ, შენობიდან ერთ-ერთი დევნილი გადმოხტა და ადგილზე გარდაიცვალა.