დაპირისპირება გლდანში

ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა პოლიციასთან დაპირისპირების გამო არიან დაკავებულები. ისინი სამართალდამცავებმა გლდანში აიყვანეს, სადაც პარტიის ლიდერები მომხდარ ინციდენტში გასარკვევად მივიდნენ. მათი თქმით, ეძგვერაძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაკავებულები ადვოკატმა მოინახულა, მისი თქმით, არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.

პარალელურად, შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: გლდანი-ნაძალადევის მთავარ სამმართველოში თბილისის საკრებულოს ერთ-ერთი დეპუტატისა და მისი თანმხლები პირების ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. აღნიშნული პირები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.

„მომხდარი ფაქტიდან მალევე გლდანში შეიკრიბნენ დაშავებული პირების მეგობრები და თანაპარტიელები, რომლებმაც სამართალდამცველებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, მიაყენეს სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა და წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც პოლიციამ სამი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა.

ბრიფინგი თბილისის საკრებულოში