„ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა

საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გმირების, დევი მეზურნიშვილისა და ბავშვების გადარჩენაში ჩართული ექიმების დაჯილდოების ინიციატივით გამოდის. ფრაქციის წევრებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას განცხადებით მიმართეს. მოთხოვნა გაგზავნილია ელექტრონულად და ადგილზე დოკუმენტის სახითაც არის ჩაბარებული. „ნაციონალური მოძრაობა“ იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდება.