კუპრავას სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ზვიად კუპრავას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა მიმდინარეობს. საქმე ეხება პირველ ოქტომბერს საბურთალოს 52-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტს, სადაც კუპრავა საარჩევნო უბნის ტერიტორიიდან გააძევეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა დააკავეს. შსს მას პოლიციის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავება.