პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ბელუჯისტანის პროვინციაში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის პოლიციის ოფიცერი და მისი მძღოლი.
მძიმედ დაშავებულია სამი ადამიანი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე მოძრაობა თალიბანის პაკისტანურმა ფრთამ აიღო.
ბელუჯისტანის პროვინციაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული თავდასხმების შედეგად 180-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.