დიპლომატიური კრიზისი ირანსა და პაკისტანს შორის

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე რეგიონული დაძაბულობა ირანსა და პაკისტანს შორის სარაკეტო დაბომბვებით მწვავდება.

თეირანმა და ისლამაბადმა ერთმანეთის ტერიტორია ტერორისტული დაჯგუფებების განეიტრალების მიზნით დაბომბეს. სარაკეტო იერიშებს ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიან მოსახლეობაში. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური კრიზისია – შეჩერებულია ურთიერთობა ყველა დონეზე, ირანის ელჩს პაკისტანში შესვლის უფლებაც არ მისცეს. ირანთან დაძაბულობის ფონზე პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა დავოსში ვიზიტი შეწყვიტა და სამშობლოში დაბრუნდა.