თავდასხმა და სასტიკი მკვლელობა პაკისტანში

21:37, 26.08.2024

პაკისტანში შეიარაღებულმა პირებმა სულ მცირე 51 ადამიანი მოკლეს. გავრცელებული ცნობით, შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, ბალოჩისტანის პროვინციაში მოხდა, სადაც თავდამსხმელებმა ავტომაგისტრალზე მოძრავი ავტომობილები გააჩერეს და მგზავრების საიდენტიფიკაციო მონაცემების შემოწმების შემდეგ, პირები რომლებიც პენჯაბის რაიონიდან იყვნენ, დახვრიტეს, მათ ავტომობილებს კი ცეცხლი წაუკიდეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა გასამხედროებულმაბელუჯის გამათავისუფლებელმა არმიამ“ აიღო. ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა 12 თავდამსხმელის ლიკვიდაცია შეძლეს.

მსგავსი