ორად გაყოფილი „ნაციონალური მოძრაობა“

„ნაციონალურ მოძრაობაში“ რღვევის პროცესი არ წყდება.

ბათუმის, ჭიათურის, ზუგდიდის, ხობის და კასპის შემდეგ ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას დეპუტატების რაოდენობა ქუთაისის საკრებულოშიც მკვეთრად შეუმცირდა. დანაკლისია პარტიის თბილისის ორგანიზაციაშიც. ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია საკუთარი პარტიის დასაფუძნებლად და ყრილობის ჩასატარებლად ემზადება. სწორედ მის გუნდში გადაინაცვლებს არაფორმალური მმართველობის და განსხვავებული აზრის დევნის არგუმენტით მენეჯმენტთან მწვავედ დაპირისპირებული ის ათეულობით ადამიანი, რომელმაც პარტიის რიგები ბოლო დღეებში მასობრივად დატოვეს. ახალი პოლიტიკა ახალი და ძველი სახეებით – ასეთია მელიას განაცხადი. გეგმა არცერთ სხვა პარტიასთან გაერთიანებას არ გულისხმობს. თუმცა, ჩნდება კითხვა – ვისთან შეიძლება ითანამშრომლოს წინასაარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ. პოტენციური პარტნიორები უკვე გამოიკვეთნენ.