„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. კენჭისყრის პროცესი „ბლოკჩეინ“ სისტემის გამოყენებით ჩატარდება. ნდობის მოპოვებას ოთხი კანდიდატი შეეცდება. ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილის და გიორგი მუმლაძის კანდიდატურებს გუშინ პარტიის ყოფილი წევრი, ნონა მამულაშვილიც შეემატა.

როგორ დასრულდა კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი და რა შეფასებები კეთდება შიდა პროცესებზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ – ნოდარ ჩაჩუა გაგვაცნობს.