მზადება შიდაპარტიული არჩევნებისთვის

პოლიტიკურ სპექტრში კვლავ შეფასებების საგანია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდა პარტიული ვითარება.

ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია ახალი თავმჯდომარის არჩევისთვის ემზადება. აქტიურად მიმდინარეობს წინა საარჩევნო კამპანიები. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ამ პროცესმა პარტია უნდა გააძლიეროს, შიდა დაპირისპირება კი ჯანსაღი პროცესია.

განსხვავებული შეფასება აქვთ „ქართულ ოცნებაში“. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პარტიამ კრიზისის დაძლევის შანსი უკვე დაკარგა და ახლა შიდა გავლენებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს.