ხმაური ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე

ხმაური იყო ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე.

ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წევრები ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ოპოზიციის წევრებმა უხარისხოდ შესრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და კორუფციის რისკებზე ისაუბრეს. მმართველმა გუნდმა ბრალდებებს აბსურდული უწოდა და „ნაციონალური მოძრაობა“ მორიგი პოლიტიკური შოუს დადგმის მცდელობაში დაადანაშაულა. სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.