„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პიარსტრატეგია

შეცვლილი რიტორიკა და საარჩევნო სტრატეგია.

ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერების ბოლოდროინდელი აქტივობები და გამოსვლები მხოლოდ სოციალურ თემებს უკავშირდება. ქართულ ბაზრებსა და მარკეტებში ჩატარებული მონიტორინგის შემდეგ ლევან ხაბეიშვილმა სურსათზე დაწესებული ფასების თურქულ პროდუქციასთან შედარება გადაწყვიტა. „ნაციონალური მოძარაობის“ ლიდერი დღეს თურქეთში წავიდა და ინფლაციასა და სოციალური ფონის გაუარესებაში ხელისუფლება ამჯერად მეზობელი ქვეყნიდან დაადანაშაულა. იგივე ხაზი აქვთ მის თანაგუნდელებს პარლამენტში თუ საკანონმდებლო ორგანოს მიღმა. რეალურ პრობლემებზე აქცენტირება თუ წინასაარჩევნოდ გაწერილი პიარ-გეგმა – ყოფილი მმართველი პარტიის ბოლოდროინდელ გზავნილებს და მხოლოდ სოციალურ საკითხებზე ორიენტირებას პოლიტიკურ წრეებში სხვადასხვა ვერსიით ხსნიან.