დავით დარჩიაშვილის განცხადება - შეფასებები

დავით დარჩიაშვილის „ფეისბუქ“-პოსტი მთელი დღის განმავლობაში პოლიტიკური განცხადებების მთავარი თემაა.

დარჩიაშვილის მიერ გამოთქმულ აზრს, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია ემიჯნება. უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ ეს განცხადება კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი არაევროპული და არაჰუმანური პოლიტიკით ხელმძღვანელობდა „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი მმართველობის პერიოდში.

თათია მაყაშვილმა მოისმინა ის განცხადებები, რომლებიც დილიდან მედიასა და სოციალურ სივრცეში ვრცელდება.