„ოქროს გლობუსი“

კინემატოგრაფში ოსკარის შემდეგ ყველაზე პრესტიჟული ამერიკული ჯილდოს მფლობელები ცნობილია.

ლოს ანჯელესმა 2019 წლის „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა.

ჯილდო 25 ნომინაციაში გაიცა. პირველად „ოქროს გლობუსის“ ისტორიაში ღონისძიება აზიური წარმოშობის მსახიობ სანდრა ოს მიჰყავდა, რომელსაც პარტნიორობას ენდი სემბერგი უწევდა.