ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი“ „ოსკარსა“ და „ოქროს გლობუსზე“

საქართველოს პირველი არხის თანაპროდიუსერობით გადაღებული ლევან კოღუაშვილის ქართული ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ „ოსკარზე“ წარსადგენად არის შერჩეული. 15-კაციანმა სპეციალურმა კომისიამ არჩევანი სამ ნამუშევარს შორის ფარული კენჭისყრით გააკეთა. ოთხი ქვეყნის თანამშრომლობით შექმნილ „მეოთხე ბრაიტონს“ „ტრაიბეკას ფესტივალზე“ უკვე მიღებული აქვს სამი ჯილდო და ახლა ის ამერიკის კინოაკადემიის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ნომინაციაში მოხვედრისთვის იბრძოლებს.

ეს არის მამა-შვილის ისტორიაზე აგებული ფილმი ემოციური სიუჟეტით. მთავარ როლს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, ლევან თედიაშვილი ასრულებს, რომელიც ბრუკლინში ერთადერთი მიზნით ჩადის – შვილს აზარტული თამაშების ვალის დაფარვაში დაეხმაროს. „ოსკართან“ ერთად, ლევან კოღუაშვილის ცნობილი ნამუშევარი „ოქროს გლობუსის“ ნომინაციისთვისაც იბრძოლებს.