„ოქროს გლობუსი - 2021“

პანდემიის გამო, წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კინოდაჯილდოება ონლაინფორმატში გაიმართება. „ოქროს გლობუსის“ ნომინანტები უკვე ცნობილია. რიგით 78-ე დაჯილდოების მონაწილეები ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ დაასახელა.

სატელევიზიო კატეგორიებში ყველაზე მეტი, 20 ნომინაცია „ნეტფლიქსმა“ მიიღო, „ეიჩბიო“ და „ეიჩბიო მაქსი“ ცხრა ნომინაციაზეა წარდგენილი.