ბრიტანული აკადემიის ფილმების დაჯილდოების ცერემონია

ლონდონმა წლის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებას უმასპინძლა.

პანდემიის გამო „ბაფტას“, იგივე ბრიტანული აკადემიის ფილმების დაჯილდოებამ ნომინანტების და სტუმრების გარეშე ჩაიარა. მსოფლიო კინოს ვარსკვლავები ცერემონიას ონლაინ-ფორმატში შეუერთდნენ.

კრიტიკოსების მოლოდინი ისევ გამართლდა და „ოქროს გლობუსისა“ და „ქრითიქს ჩოის ევარდსის“ შემდეგ „ბაფტასტრიუმფატორიც ჩინელი რეჟისორი ქლოა ჩჟაო გახდა. კინო დაჯილდოების ერთ-ერთი მთავარი გმირი ენტონი ჰოპკინსი იყო, რომელსაც „ბაფტა“ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის გადაეცა.