ოსკარებით დაჯილდოების 94-ე ცერემონია

„ოქროს გლობუსის“ შემდეგ კინოკრიტიკოსთა ყურადღება ამჯერად ოსკარის რიგით 94-ე დაჯილდოების ცერემონიისკენ არის მიმართული.

ამერიკის კინოაკადემიამ უკვე დაასახელა ათი ფილმი, რომელიც საუკეთესო ფილმების კატეგორიაში იქნება. მათ შორისაა წლევანდელ „ოქროს გლობუსზე“ საუკეთესო მხატვრული ფილმის კატეგორიაში გამარჯვებული „ძაღლის ძალაუფლება“. ოსკარზე, წელს მეათედ საუკეთესო მამაკაცის როლისთვის დენზელ ვაშინგტონიც იბრძოლებს.

წლევანდელ ცერემონიაზე გამარჯვებულები 23 სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდებიან.