„ოქროს გლობუსი - 2022“

ლოს ანჯელესი „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონიისთვის ემზადება. კინოს სამყაროში, „ოსკარის“ შემდეგ, ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებას სასტუმრო „ბევერლი ჰილტონი“ უმასპინძლებს.

ყველაზე მეტი, შვიდ-შვიდი ნომინაცია „ძაღლის ძალაუფლებამ“ და ბელფასტმა მოიპოვეს. სერიალებში კი რამდენიმე ნომინაციაში გამარჯვების შანსი აქვს დრამას სახელწოდებით – „მემკვიდრეობა“, რომელიც მედიამაგნატის, ლოგან როის და მისი შვილების დრამატულ ისტორიაზე გვიამბობს.