„ოქროს გლობუსის“ ნომინანტები

„ოქროს გლობუსის“ ნომინანტები დაასახელეს.

„ოსკარის“ რეპეტიციად მიჩნეული დაჯილდოების მთავარ ფავორიტად ლეგენდარული რეჟისორი სტივენ სპილბერგი და მისი „ვესთსაიდის ისტორია“ სახელდება. ნამუშევარს კინოკრიტიკოსებმა უკვე უწოდეს წლის მთავარი ფილმი. უცხოური პრესის ასოციაციამ ნომინანტებს შორის დაასახელა The Power of the Dog და Belfast , ორივე ფილმი 7-7 ნომინაციაშია წარდგენილი. სერიალებიდან კი ყველაზე მეტი ნომინაცია „ეიჩბიოს“ მიერ წარმოებულ და მედიამაგნატის ოჯახზე გადაღებულ სერიალ „მემკვიდრეობას“ ერგო.