მაღალმთიან აჭარაში, სახალხო ზეიმს დღეს ოპოზიციური პარტიების პრეზიდენტობის კანდიდატებიც შეუერთდნენ.
ბეშუმში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე, „ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატი შალვა ნათელაშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იმყოფებოდნენ.
ბეშუმში შეკრებილებს მათ დღესასწაული მიულოცეს.