სურამის ფსიქიატრიულ ცენტრში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები სახალხო დამცველმა დაათვალიერა. ნინო ლომჯარია დაინტერესდა, როგორია პაციენტების პირობები რემონტის მიმდინარეობის პროცესში.
ახალი მენეჯმენტის თქმით, სარემონტო სამუშაოები ცენტრის შიდა სახსრებით ტარდება და დამატებითი თანხების მოძიება საჭირო არ გამხდარა.
ცენტრის ყოველთვიური ბიუჯეტი 175 000 ლარია. სარემონტო სამუშაოები ივნისში დაიწყო და დეკემბრის დასაწყისში უნდა დასრულდეს. შენობის სრული რემონტისთვის კი 230 000 ლარის დახარჯვა იგეგმება.
დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურული და თერაპიული გარემოთი შეშფოთება სახალხო დამცველმა ერთი წლის წინ გამოთქვა.
ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა სახალხო დამცველის ანგარიშშიც მოხვდა.