ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი, რომელმაც ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ორი ეტაპის გავლა შეძლო, მესამე წრეში ბრიტანელ კაილ ედმუნდთან ხუთსეტიან მარათონულ ბრძოლაში დამარცხდა 6:7 6:3 6:4 0:6 5:7. შეხვედრა 3 საათსა და 37 წუთს გაგრძელდა.
პირველ სეტში ტაი-ბრეიკზე მარცხის შემდეგ, ბასილაშვილმა ზედიზედ 2 სეტის მოგება შეძლო, მაგრამ მეოთხე სეტი მშრალი ანგარიშით დათმო.
გადამწყვეტ პარტიაშიც მინიმალური უპირატესობის მოპოვება ედმუნდმა შეძლო.