ნიკოლ ფაშინიანის გეგმები

ჟურნალისტიკიდან აქტიურ პოლიტიკაში – სომხეთის ოპოზიციონერი ლიდერი, რომელმაც ქვეყანაში სერჟ სარგსიანის 10-წლიანი მმართველობა დაასრულა, ახლა პრემიერობის ერთადერთი კანდიდატია. თუმცა მმართველი გუნდის კანდიდატის მოხსნის და რამდენიმედღიანი კონსულტაციების შემდეგაც, ნიკოლ ფაშინიანს ისევ არ აქვს საბოლოო პასუხი კითხვაზე, ექნება თუ არა პარლამენტში დაგეგმილ ხვალინდელ არჩევნებზე მმართველი პარტიისგან საკმარისი მხარდაჭერა.

პრემიერის პოსტის დასაკავებლად, ფაშინიანს მინიმუმ 53 დეპუტატის ხმა სჭირდება.

მოახლოებული არჩევნების ფონზე ერევანში საპროტესტო გამოსვლა გრძელდება. ვინ არის ფაშინიანი და როგორი იქნება პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში მისი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.

ოპოზიციონერ ლიდერთან ექსკლუზიური ინტერვიუ ლიკა ალელიშვილმა ჩაწერა.