აქციები ერევანში

 ერევანში აქციები გრძელდება – დემონსტრაცია სომხეთის დედაქალაქში დილიდან დაიწყო. გადაკეტილია ერევნის რამდენიმე ქუჩა. როგორც ადგილობრივი მედია, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, პოლიციამ საპროტესტო აქციაზე უკვე 142 მოქალაქე დააკავა.

გვიან ღამით ერევნის რესპუბლიკის მოედანზე გამართული აქციის შემდეგ მოქალაქეები პოლიციის ცენტრალური სამმართველოს შენობისკენ გაემართნენ. „ჩვენ არ ვაპირებთ არავისთან შეხვედრას, ვაპირებთ გავაპროტესტოთ პოლიციის თვითნებობა,“ – აღნიშნა სომხეთის ყოფილმა პრემიერმა ვაზგენ მანუკიანმა. შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.