სომხეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ პარლამენტის მიერ არჩეულ კანდიდატს პრემიერ-მინისტრად დანიშნავს 
სომხეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ პარლამენტის მიერ არჩეულ კანდიდატს პრემიერ-მინისტრად დანიშნავს 

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი აცხადებს, რომ პარლამენტის მიერ არჩეულ კანდიდატს პრემიერ-მინისტრად დანიშნავს.

„კონსტიტუციის მიხედვით, არჩეული კანდიდატი გახდება პრემიერ-მინისტრი, მე კი მაშინვე მოვაწერ ხელს შესაბამის განკარგულებას. ყველამ უნდა ვცეთ პატივი კონსტიტუციას, სხვა შემთხვევაში გავხსნით პანდორას ყუთს. თუ ერთხელ მაინც დავარღვევთ კონსტიტუციას, შემდეგ ამის კეთებას გავაგრძელებთ“,- აცხადებს არმენ სარგსიანი.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი უნდა აირჩიონ პარლამენტის შენობაში და არა მიტინგებზე.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე მხოლოდ ერთი კანდიდატია წარდგენილი და ის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანია.

შეგახსენებთ, სომხეთის პარლამენტი სპეციალურ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის არჩევის საკითხზე ხვალ იმსჯელებს.