სომხეთის პრემიერ-მინისტრობის ერთადერთი კანდიდატი ნიკოლ ფაშინიანია
სომხეთის პრემიერ-მინისტრობის ერთადერთი კანდიდატი ნიკოლ ფაშინიანია

სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე მხოლოდ ერთი კანდიდატია წარდგენილი და ის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანია.

სომხური მედიის ცნობით, კანდიდატთა წარდგენის ვადა ადგილობრივი დროით 18:00 საათზე ამოიწურა. კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატის დასახელების უფლება ოთხივე ფრაქციას ჰქონდა.

მმართველ რესპუბლიკურ პარტიას პარლამენტში 58 მანდატი აქვს, ბლოკ „წარუკიანს“ 31 , ფრაქცია „ელქს“ – ცხრა , „დაშნაკცუთიუნს“ კი შვიდი. პრემიერ-მინისტრის ასარჩევად კი მინიმუმ 53 ხმაა საჭირო.

შეგახსენებთ, სომხეთის პარლამენტი სპეციალურ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის არჩევის საკითხზე ხვალ იმსჯელებს.