ვითარება ერევანში

სომხეთის ოპოზიციის ლიდერს პრემიერის პოსტის დაკავების შანსი ეზრდება.

გუშინდელ არჩევნებზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურის ჩავარდნის შემდეგ მმართველი პარტია საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მზადაა, მეორე ტურში მხარი დაუჭიროს იმ კანდიდატს, რომელიც პარლამენტის დეპუტატთა მინიმუმ მესამედის ხმებს მოაგროვებს. ამ განცხადებამდე ფაშინიანმა მხარდამჭერებთან ერთად მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები განაახლა. ერევანი საყოველთაო გაფიცვამ მოიცვა.

სომხეთის დედაქალაქში ლიკა ალელიშვილი, გიორგი პაჭიკაშვილი და ირაკლი გედენიძე მუშაობენ.