ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 97-ე სემინარი ბათუმში დასრულდა
ბათუმში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 97-ე სემინარი დასრულდა.
ბოლო დღე კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში არსებული სიტუაციის ანალიზს დაეთმო.
მოხსენებები აზერბაიჯანელმა და სომეხმა ექსპერტებმა წარმოადგინეს. სემინარის მონაწილეთა განცხადებით, კავკასიის მიმართ ნატო-ს ინტერესი გაზრდილია, რადგან ალიანსი რეგიონის უსაფრთხოებას განიხილავს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების ნაწილს.
სამი დღის განმავლობაში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებმა აქცენტები საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე გააკეთეს.
ისაუბრეს გამოწვევებზე, რომელსაც რეგიონში რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკა ქმნის. სემინარს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პაოლო ალი ესწრებოდა.