სამხედრო ოპერაცია - „მშვიდობის წყარო“

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დღის წესრიგში იყო თურქეთის საკითხი, რომელიც მსოფლიოს ყურადღების ცენტრში რჩება.

ვაშინგტონიდან დაანონსებული სანქციების და ევროპის ქვეყნებიდან მოსალოდნელი იარაღის ემბარგოს მიუხედავად, ერდოღანი სირიაში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას საკუთარი მიზნის მიღწევამდე არ აპირებს. ეს მიზანი კი, როგორც თავად ამბობს, ტერორისტების განადგურება და სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში უსაფრთხო ზონის შექმნაა.

ანკარის მიერ დაწყებულ საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის მიერ ზურგგამაგრებული სირიის არმიაც ერთვება, რომელიც ოპერაციის შესაჩერებლად უკვე გადაისროლეს ჩრდილოეთით.

მსხვერპლის რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, ცხელი წერტილიდან მოსახლეობა გარბის.

დატოვე კომენტარი