ნატო-ს 68-ე საპარლამენტო ასამბლეა

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში, ქართული დელეგაციის წევრები ფრანგ კოლეგებს შეხვდნენ. მთავარი განსახილველი საკითხი საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაცია იყო. 68-ე ასამბლეაზე დღეს საკომიტეტო მოსმენები გაიმართება და 15-მდე ანგარიში და რამდენიმე რეზოლუცია მომზადდება. მათ შორის არის რეზოლუცია სახელწოდებით „რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე“. გუშინ საუბარი შეეხო საქართველოსაც. დასავლელი ლიდერებისგან ითქვა, რომ რუსეთის აგრესიული და დესტრუქციული პოლიტიკა მეზობლების წინააღმდეგ, 2008 წელს საქართველოზე თავდასხმით დაიწყო.

კიდევ რა განცხადებები გაკეთდა სამიტის მიმდინარეობისას და რა გზავნილები აქვს ქართულ დელეგაციას? – ჩართვა მადრიდიდან.