ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ორი რეზოლუცია, რომლებშიც საქართველოს მხარდაჭერასა და დახმარების გაძლიერებაზეა საუბარი. შეკავებისა და თავდაცვის ინიციატივების შესახებ დოკუმენტი ავალდებულებს ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობებს და პარლამენტებს, სპეციალურად მორგებული საჭიროებების პაკეტების იმპლემენტაცია დროული მოახდინონ, რომლებიც მიღებულია 2022 წლის სამიტზე ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის. რეზოლუცია სახელწოდებით „ნატო-ს ახალი სტრატეგიული ერა“,  კვლავ ადასტურებს როგორც უკრაინის, ისე საქართველოსა და მოლდოვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. ამ დოკუმენტის ხელმომწერები „დაჟინებით მოუწოდებენ ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობებს და პარლამენტებს, ღიად განაცხადონ, რომ რუსეთი, მოქმედი ხელისუფლების პირობებში, ტერორისტული ქვეყანაა“.