ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადება

მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ამერიკელი კონგრესმენი, ჯერალდ კონოლი. ის მხარეებს პოლიტიკური კრიზისის სასწრაფოდ და მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით დარეგულირებისკენ მოუწოდებს. კონოლი აღნიშანავს, რომ ათი დღის წინ მან ხელახლა წარადგინა ამერიკის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტი. ეს კანონპროექტი აჩვენებს ამერიკის ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისადმი, განსაკუთრებით რუსეთის აგრესიის წინაშე. ის ასევე ხაზს უსვამს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების განვითარების გაგრძელების მნიშვნელობას, – წერია განცხადებაში.

მოამბე