ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია ლონდონში გრძელდება

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია ლონდონში გრძელდება.  დამტკიცებულია რამდენიმე ანგარიში, მათ შორის ერთ-ერთი ნატო-რუსეთის ურთიერთობებს და საქართველოს ეხება.

რუსული აგრესია, ოკუპირებული ტერიტორიები, მოსკოვის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებები  და საქართველოს სურვილი, გახდეს ნატოს წევრი, – ეს არის საკითხები, რომელიც ორდღიანი საკომიტეტო მოსმენების დროს ხაზგასმით არის ნახსენები.

ქართულ დელეგაციას ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა უმასპინძლა, რომელიც ხვალინდელ სესიაზე 29 წევრი და 12 ასპირანტი ქვეყნის დეპუტატებს ნატო-ს გენერალურ მდივანთან ერთად მიმართავს. მასთან და რამდენიმე დოკუმენტის ავტორთან მოახერხა საუბარი ჩვენმა კორესპონდენტმა.

თემის დეტალები „მოამბეში“.

დატოვე კომენტარი