ნატო-ს დღეების ფარგლებში, რიგით 21-ე საგანმანათლებლო-შემეცნებით სემინარი ნატო–არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის გაიმართა.
ორდღიან სემინარს შიდა ქართლის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებლები დაესწრნენ.
სემინარის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა პედაგოგების წვლილზე რეგიონში ნატო-ს, ასევე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ინფორმაციის გავრცელებაში.